ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კალიფორნიის შტატის საჯარო სკოლაში მასტერკლასებს ატარებს
გორი-კასპის დელეგატი, ,,ქართული ოცნების'' წევრი ვლადიმერ
ხინჩეგაშვილი აშშ-ში მასტერკლასებს ატარებს.
ინფორმაციას მწვრთნელი ვალენტინ კალიკა ავრცელებს.
„შემოგვიარე ამ სამშაბათს, 24 მარტს, საღამოს 5:30-ზე Dana Hills High
School-ში, მოდი მოგვესალმე. იქ ვიქნები ნამდვილ ლეგენდებთან ერთად —
ჩემს მეგობრებთან და ოჯახთან, საქართველოს ოლიმპიურ და მსოფლიო
ჩემპიონებთან'' - წერს მწვრთნელი ვალენტინ კალიკა.
Dana Hills High School კალიფორნიის შტატის ქალაქ დანა პოინტში
მდებარეობს. 28 მარტს კი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი RAF-ის ღონისძიებაზე
მიიღებს მონაწილეობას, სადაც 19 წლის ამერიკელს, ბო ბასეტს ეჭიდავება.
სტატიის გამოყენების პირობები