ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთში სასმელი წყალი დაბინძურებული
აღმოჩნდა. კვლევის შედეგები ლაბორატორიიდან ქარელის მერიას უკვე
გაუგზავნეს.
2026 წლის 9 მარტს აღებული 7 სინჯიდან ლაბორატორიულმა კვლევებმა
აჩვენა, რომ წყალი არ ვარგა #1 ჭაბურღილში, ასევე #3 ჭაში და
წყაროზე.
სამივე წერტილიდან აღებული სინჯის შედეგების მიხედვით, ცნობილი ხდება,
რომ წყალი დაბინძურებულია კოლიფორმიული ბაქტერიებით.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა #1 ჭაბურღილში, სადაც ისეთი
ბაქტერიები აღმოჩნდა, რაც ფეკალური მასებისთვისაა
დამახასიათებელი.
რა ღონისძიებები გაატარა მერიამ ამ სინჯების შემდეგ, უცნობია. ქარელის
მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა გიორგი ტიტვჯნიძემ გვითხრა, რომ
მისთვის ეს შედეგები უცნობია. სატელეფონო ზარებს არ უპასუხა მერის
წარმომადგენელმა.
სტატიის გამოყენების პირობები