ახალი ამბები
შიდა ქართლში, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე დაკავებულია 1 პირი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, შიდა ქართლში, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე დაკავებულია 1 პირი.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტში, მდინარე დიდი ლიახვის კალაპოტში, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, უკანონოდ მოიპოვა 9 163.35 მ³ ქვიშა-ხრეში, რამაც გარემოს 138 050.75 ლარის ზიანი მიაყენა.'' - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე, 194-ე, 210-ე, 218-ე და 299-ე მუხლებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 12 წლამდე ვადით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები