ახალი ამბები
ქარელის მერიის ცნობით, ბებნისის სკვერის პარამეტრები მშენებელმა თვითნებურად შეცვალა
ქარელის სოფელ ბებნისში სკვერის მოწყობა იგეგმებოდა კონკრეტული პარამეტრებით, თუმცა შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ სკვერის ფართობი დაპატარავებულია.

ახალი სკვერი 2 წელი შენდებოდა. თანხები სოფლის პროგრამიდან ჯერ 2024 წელს, შემდეგ კი 2025 წელს გამოიყო. ჯამში 34 000 ლარი დაიხარჯა.

ზედამხედველობის სამსახურმა აღმოაჩინა, რომ ბორდიურს 4 მეტრი აკლია, ქვაფენილს - 15 კვ.მ და ა.შ.

ქარელის მერიამ კომპანია ,,ვი ემ ენ ქონსტრაქშენის" დასჯა და შავ სიაში შეყვანა გადაწყვიტა, თუმცა შესყიდვების სააგენტომ შავ სიაში არ შეიყვანა, რადგან მიღება-ჩაბარების აქტით მერია ადასტურებს, რომ სამუშაოების 95% შესრულდა.

მუნიციპალიტეტი აცხადებს, რომ კომპანიამ თვითნებურად შეამცირა სამუშაოების მოცულობა. კომპანიაში უპასუხეს, რომ ადგილი ისე იყო შერჩეული [გზის პირი], რეალურად მეტი ვერ გაკეთდებოდა. საბოლოოდ, კომპანიას, ორი დღის დაგვიანების გამო, პირგასამტეხელო დააკისრეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები