კომპანია „მშენჯგუფის“ ხელმძღვანელი, გურამ თაბუკაშვილი, ჯერ კიდევ
გასულ წელს აფრთხილებდა მუნიციპალური განვითარების ფონდს, რომ კასპის
მერიის მიერ შერჩეულ ტერიტორიაზე სერიოზული პრობლემები არსებობდა.
მისივე წერილით:
მიწის ქვეშ მაზუთის შესანახი ავზები იყო განთავსებული ტერიტორიაზე
გადიოდა მაღალი ძაბვის ხაზი ტექნიკა მიწაში ეფლობოდა და სამუშაოები
ჭიანურდებოდა
„ამ სამუშაოების გამო დაირღვა გრაფიკი“ — წერდა კომპანია.
მიუხედავად ამისა, მშენებლობა, რომელიც 2023 წელს დაიწყო,
ვადაგადაცილებით გაგრძელდა — 2025 წლის მარტში კომპანიამ დამატებით 3
თვე ითხოვა და ვადა 12 ივლისამდე გაუგრძელეს.
პარალელურად, კასპის მერიის ოფიციალურ გვერდზე „სასიხარულო“ პოსტები
იდებოდა — თითქოს ყველაფერი გეგმიურად მიმდინარეობდა და 100 ბავშვზე
გათვლილი ბაღი შენდებოდა.
ამ ფონზე, დღეს პროკურატურამ განაცხადა, რომ საბავშვო ბაღების
მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხების მითვისებისა და ყალბი
დოკუმენტების გამოყენების საქმეზე 9 პირს წაუყენა ბრალი — მათგან 4
უკვე დაკავებულია.
საქმე სწორედ „მშენჯგუფს“ უკავშირდება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 16
საბავშვო ბაღს აშენებდა.
პროკურატურის ინფორმაციით, 18.6 მილიონი ლარიდან დაახლოებით 4.7
მილიონი ლარი მიითვისეს.
სტატიის გამოყენების პირობები