ქარელის ანსამბლ „ყინწვისის“ ხელმძღვანელი პაატა ხურცილავა აცხადებს,
რომ ანსამბლი რეპეტიციებისთვის სივრცის გარეშე დარჩა.
მისი თქმით, მეორე სკოლა ავარიულ მდგომარეობაშია, ხოლო პირველ სკოლაში
მათთვის დარბაზის გამოყოფაზე უარს აცხადებენ, რის გამოც კოლექტივი
მუშაობას ვეღარ აგრძელებს.
ამ ვითარებაში ბავშვთა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლის წევრები
და მხარდამჭერები კვირას, 29 მარტს, 15:00 საათზე მეორე სკოლასთან
შეკრებას გეგმავენ. შეკრებაზე ისინი აპირებენ ერთად იმსჯელონ, როგორ
და რა პირობებით შეძლებს გუნდი საქმიანობის გაგრძელებას.
„დღეს ყველაზე მეტად ერთმანეთის გვერდში დგომა გვჭირდება“, —
აღნიშნავენ ანსამბლის წარმომადგენლები და მხარდამჭერებს აქტიურ
ჩართულობას სთხოვენ.
„ყინწვისი“ სოციალური პასუხისმგებლობით გამორჩეული ანსამბლია. არაერთი
საქველმოქმედო კონცერტი აქვთ ჩატარებული ხანდაზმულთა სახლებში, აქ
უფასოდ სწავლა შეუძლიათ მოსწავლეებს სოციალურად დაუცველთა ოჯახებიდან.
სტატიის გამოყენების პირობები