ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, აშშ-ში, ამერიკის ამომავალ ვარსკვლავად მიჩნეულ ბო ბასეტთან ორთაბრძოლაში დამარცხდა
გორი-კასპის დელეგატი, ოლიმპიური ჩემპიონი და გორის ყოფილი მერი
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, აშშ-ში, ამერიკის ამომავალ ვარსკვლავად
მიჩნეულ ბო ბასეტთან ორთაბრძოლაში დამარცხდა.
RAF-ის (Real American Freestyle) ღონისძიება ფლორიდის შტატში
გაიმართა.
„ეს არის შესაძლებლობა ბო ბასეტისთვის, რომ მსოფლიოს დაანახოს, როგორ
უმკლავდება ოლიმპიურ დონეს, და ასევე შანსი ვლადიმერ
ხინჩეგაშვილისთვის, დაამტკიცოს, რომ ის არა მხოლოდ „თავისი თაობის
ერთ-ერთი საუკეთესო მოჭიდავეა“, არამედ კვლავაც მთავარი ფიგურაა
RAF-ის მსუბუქ წონაში.“ — წერდნენ შოუს ორგანიზატორები RAF-ის
ოფიციალურ გვერდზე.
სტატიის გამოყენების პირობები