ახალი ამბები
კასპის მერიამ სოციალურად დაუცველებისთის თურქული კვერცხი შეარჩია
კასპში, სააღდგომოდ, სოციალურად დაუცველი 370 ოჯახი 30 კვერცხს მიიღებს.

შეთავაზებული იყო სამი სახეობის - ,,კოდის", ,,მესხური მეფრინველეობის" და თურქეთიდან შემოტანილი კვერცხები.

შესყიდვების სააგენტოს გვერდზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, კომპანიები მერიას ,,კოდის" კვერცხს - 0.69 ლარად, , ,,მესხურს" - 0.50 ლარად, ხოლო თურქულს - 0.43 ლარად სთავაზობდნენ.

მერიამ ის კომპანია შეარჩია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი შესთავაზა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები