ქარელის მერია ჩივის, რომ სოფელ ორთუბნის ჭაში, რომელიც სოფლის
პროგრამით გაკეთდა, კომპანიამ „მოტორი“ დააკლო.
ორთუბანში ჭის გაკეთება 2024 წელს დაიწყეს და 2025 წელს
გააგრძელეს.
სოფლის პროგრამით 2024 წელს მერიამ მოსახლეობას ჭა მოუწყო. ადგილზე
ჩანს, რომ ორთუბნელებს ჭიდან წყლის ამოღება უჭირდათ, რადგან სოფელში
ძირითადად ხანდაზმულები ცხოვრობენ.
2025 წელს იმავე სოფლის პროგრამით გადაწყდა, რომ ჭაში დამონტაჟებულიყო
ტუმბოები, საიდანაც წყალს ეზოებამდე მილებით მიუყვანდნენ.
კომპანია „არნიბერი 2023“-ის წარმომადგენლები დოკუმენტაციაში
უთითებენ, რომ 180 მ სიგრძეზე მილები გაიყვანეს, ტუმბო დაამონტაჟეს და
მერიას ისე ჩააბარეს. შესრულებულ სამუშაოში 6223 ლარი მოითხოვეს.
დავა შესყიდვების სააგენტოში განიხილეს. ქარელის მერის
წარმომადგენელმა დააზუსტა, რომ ორი ტუმბო შეუკვეთეს, კომპანიის
წარმომადგენელმა უპასუხა, რომ ერთ ჭაში ორი ტუმბო ვერ იმუშავებდა და
ერთიც საკმარისი იყო. პრეტენზია კი მიღება-ჩაბარების აქტის
გაფორმებისას არავის გასჩენია. საბოლოოდ, კომპანიას მხოლოდ
გაფრთხილება მისცეს.
სტატიის გამოყენების პირობები