ახალი ამბები
ხაშურში წყლის პროექტებზე დასაქმებული პირები გაიფიცნენ
ხაშურში წყლის პროექტებზე დასაქმებული პირები გაიფიცნენ. მათი თქმით, ორი თვეა ხელფასი არ მიუღიათ, ხოლო ვინც ხელფასი მოითხოვა, სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან.

,,ეს არის ზუსტად ის პრობლემა, რაზეც თავიდანვე ვსაუბრობდით — პროექტი თავიდანვე არასწორად იყო ორგანიზებული. კომპანია ვერ უზრუნველყოფდა ვერც ხარისხიან სამუშაოს და ვერც მუშების ნორმალურ პირობებს." - აცხადებს ხაშურის საკრებულოს წევრი ,,გირჩიდან" ზაზა მეხრიშვილი.

სამუშაოების დამკვეთი წყალმომარაგების კომპანიაა. დასაქმებულები მერთან შეხვედრას ითხოვდნენ. ზაზა მეხრიშვილის ცნობით, მოქალაქეები მერს შეხვდნენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები