ცხოველთა დამცველებს ეჭვი აქვთ, რომ კრემატორიუმებში უკვე დიდი
რაოდენობით ძაღლებს ხოცავენ მთავრობის მიერ დაანონსებული
ღონისძიებების ფარგლებში.
მათ შორის, ცხოველთა დამცველის, ირმა მთიულიშვილის მიერ წუხელ
გადაღებულ კადრებში ჩანს გორის თავშესაფრის კრემატორიუმის
საკვამურიდან ამომავალი ინტენსიური, თეთრ-ნაცრისფერი
გამონაბოლქვი.
აღნიშნული საკითხი დამატებით შემოწმებას საჭიროებს, რამდენად
შეესაბამება ის გარემოსდაცვით სტანდარტებს.
ტექნიკური წესების მიხედვით, კრემატორიუმის მუშაობისას ხილული კვამლი
არ უნდა ფიქსირდებოდეს, გარდა კონდენსირებული ორთქლისა, ხოლო
გამონაბოლქვი უნდა იყოს თავისუფალი მუდმივი კვამლისა და მძაფრი
სუნისაგან.
ირმა მთიულიშვილი კადრების ჩვენებისას აცხადებს, რომ გარშემო მძაფრი
სუნია, ხოლო გამონაბოლქვი ხილული, რაც მისი შეფასებით მიუთითებს
მიუსაფარი ძაღლების მასობრივ დახოცვაზე. მისი თქმით, მიზანი შესაძლოა
იყოს სივრცის გათავისუფლება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ
„წამოკრეფილი“ ძაღლებისთვის.
სურსათის ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, რომ კოორდინირებულად
მუშაობენ თავშესაფრის წარმომადგენლებთან, ძაღლებს კი სტერილიზაციის და
კასტრაციის შემდეგ ბუნებრივ გარემოში აბრუნებენ.
სტატიის გამოყენების პირობები