ქარელის მუნიციპალიტეტი აცხადებს, რომ შპს „ახალმა სამშენებლომ“
მოსაცდელების მშენებლობა შეასრულა არასწორად და არაჯეროვნად,
კერძოდ:
პროექტით გათვალისწინებული აგურის ნაცვლად გამოყენებულია სხვა ზომის
აგური, რის გამოც კედელი გამოვიდა უფრო თხელი (230 მმ ნაცვლად
250 მმ).
მოსაცდელების კედლებში ნაკერები სრულად არ არის შევსებული,
რკინა-ბეტონის საფეხური და იატაკი შესრულებულია უხარისხოდ.
აქედან გამომდინარე, მერიამ კომპანიის შავ სიაში შეყვანა მოითხოვა.
მერიის ცნობით, კომპანიამ ანალოგიურად მოიქცა სოფელ არადეთში.
მიმწოდებელი (კომპანია) თავის
განმარტებაში ამბობს შემდეგს:
ის აცხადებს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები სრულად
შეასრულა და ეს დასტურდება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით.
მიუხედავად ამისა, დაეკისრა პირგასამტეხლო, რადგან სამუშაოებში
გამოიყენეს არა პროექტში მითითებული, არამედ სხვა ზომის აგური
(250×120×65-ის ნაცვლად 230×110×70).
კომპანია განმარტავს, რომ მოთხოვნილი ზომის აგური ბაზარზე ვერ
მოიძებნა და მეტეხის აგურის ქარხანაც არ მუშაობდა, ამიტომ იძულებული
გახდა ალტერნატიული მასალა გამოეყენებინა.
მათი თქმით, ამ ცვლილებამ კედლის სისქე შეამცირა, თუმცა ობიექტების
საერთო ზომა არ შემცირებულა.
ასევე ამბობს, რომ პროექტში წინასწარ არ იყო ბაზრის კვლევა
ჩატარებული, რის გამოც აგურის ზომები არასწორად იყო დაგეგმილი.
დამატებით აღნიშნავს, რომ რეალურად მოსაცდელები აშენდა ოდნავ უფრო დიდ
ზომებში, ვიდრე პროექტში იყო (4.10×2.25×2.2-ის ნაცვლად
4.0×2.25×2.2), და ამიტომ უფრო მეტი აგური გამოიყენეს.
კომპანია ამბობს, რომ ბაზრის პირობების გამო მოუწიათ იმპორტირებული
აგურის შეძენა, რამაც გააძვირა სამუშაოები.
ვადის გადაცდენასაც ხსნის ობიექტური მიზეზებით და ამბობს, რომ
სამუშაოები 3 დღით გვიან დასრულდა.
რაც შეეხება რკინა-ბეტონის საფეხურების ხარისხს, აცხადებს, რომ უკვე
ეძლევა დრო ხარვეზის გამოსასწორებლად და მუშაობენ მის
გამოსწორებაზე.
რა გადაწყვიტა შესყიდვების
სააგენტომ
შესყიდვების სააგენტოს გადაწყვეტიკებით, შავ სიაში კომპანიის შეყვანის
საფუძველი არ არსებობს, რადგან კომპანიამ შეასრულა სამუშაობი, მერიამ
ჩაიბარა და თანხის დიდი ნაწილიც გადახდილია. სააგენტომ კომპანიას
მხოლოდ გაფრთხილება მისცა. ქარელის მერიამ პირგასამტეხელოს ოდენობა
ჯამში განსაზღვრა დაახლოებით 1220 ლარით.
სუქანაანთუბანში მოსაცდელზე დაიხარჯა 12 782,37 ლარი, პროექტი
განხორციელდა მოქალაქეთა ჩართულობის, განვითარების, ხელშეწყობის
პროგრამის ფარგლებში,
სტატიის გამოყენების პირობები