ახალი ამბები
ახალი ამბები ქარელიდან
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალურ facebook-გვერდს ,,არამიზნობრივად" იყენებენ.

აღნიშნული გვერდის მთავარ ამბებში საკრებულოს წევრები ერთმანეთს დაბადების დღეებს ულოცავენ, ხოლო ახლობლების გარდაცვალების შემთვევაში, სამძიმრის განცხადებებს აქვეყნებენ.

ფოტოები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა სწორედ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალური facebook-გვერდიდან აიღო.
შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის რეგლამენტის მიხედვით, თვითმმართველობის ორგანოები ვალდებულია ოფიციალურ საიტებზე თუ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით საკუთარი საქმიანობის შესახებ მასალები ,,პროაქტიული წესით" გამოაქვეყნონ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები