ახალი ამბები
კასპში სკოლების მშენებლობის პროექტი არ შესრულდა
ასე გამოიყურება ნიგოზას სკოლა, რომლის მშენებლობა 2023 წელს დაიწყო და 2026 წელს უნდა დასრულებულიყო.

ერთი ხელშეკრულების ფარგლებში კომპანია ,,ჯავა" აშენებდა კასპის მუნიციპალიტეტში კიდევ ორ სკოლას - მეტეხსა და ფერმაში. ასევე მცხეთა-მთიანეთში 3 სკოლას (ჩარდახში, ნატახტარსა და პავლეურაში).

პროექტის ჯამური ღირებულება 28 მლნ ლარი იყო. კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხულია 7 მლნ ლარი, მათ შორის, ავანსის სახით, როგორც თეთრ სიაში მყოფ კომპანიას, წინასწარი მიღებული აქვს 1.14 მლნ ლარი.

პროექტის დამკვეთი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო იყო, რომლის ფუნქციები 2025 წლიდან მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეითავსა.

სამშენებლო კომპანია ,,ჯავა'' 2026 წლის 18 მაისს თეთრიდან შავ სიაში შეიყვანეს. კომპანია ,,ჯავას'' ხელმძღვანელს წერილობით სთხოვეს, რომ ბიუჯეტში პირგასამტეხელოს სახით, დააბრუნოს 16,6 მლნ ლარი.

დააბრუნა თუ არა კომპანიამ 16.6 მლნ ლარი, უცნობია. გადარიცხვის დოკუმენტი შესყიდვების ვებ-გვერდზე არაა ატვირთული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები