ოსური მედიის ცნობით, მდინარე ლიახვში დაკარგული რუსი
რეჟისორის ცხედარი იპოვეს.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამაშველო სამსახურის ცნობით,
გარდაცვლილი შემთხვევის ადგილიდან 35 კმ-ში ნახეს.
კონკრეტულად, რა ადგილზე აღმოჩნდა ცხედარი, არ ასახელებენ.
ჯავის რაიონის სოფელ ზღუბირიდან ცხინვალამდე 30-35 კმ-ია. არსებობს
ცნობები, რომ სამძებრო სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ
ნიქოზის ტერიტორიაზე, კაშხალთან დასრულდა.
52 წლის ქალი მდინარე დიდ ლიახვში 21 მაისს საცალფეხო
ხიდიდან გადავარდა. გადამღები ჯგუფი ოკუპირებულ ჯავის რაიონში
იმყოფებოდა. ისინი იღებდნენ პროპაგანდისტულ ფილმს, რომელიც შეეხებოდა
უკრაინაში დაღუპულ, რუსეთის მხარეს მებრძოლ ოს მეომრებს.
სტატიის გამოყენების პირობები