ახალი ამბები
სუს-ის თანამშრომელი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი ნახეს
ხაშურში. ტაბიძის ქუჩაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი ნახეს.

პროკურატურის განცხადებით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით არის გარდაცვლილი.

ფაქტზე შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები