გორის ,,დილას" კაპიტანმა რომარიკ ეტოუმ მატჩის დროს მძიმე
დაზიანება მიიღო.
,,ჩვენი გუნდის კაპიტანმა რომარიკ ეტოუმ მძიმე დაზიანება
მიიღო, საბედნიეროდ ადგილზე მოხდა დროული და ეფექტური რეაგირება, რის
შედეგადაც ფეხბურთელის მდგომარეობა დასტაბილურდა და მის სიცოცხლეს
საფრთხე არ ემუქრება.
ამ მომენტისთვის ფეხბურთელი კლინიკაშია მოთავსებული და
უტარდება ყველა საჭირო პროცედურა მიღებული დაზიანების
მკურნალობისთვის." - აცხადებენ ,,დილას"
ადმინისტრაციაში.
გუშინ საღამოს გორის ,,დილა" თბილისის ,,დინამოს" შეხვდა.
მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.
სტატიის გამოყენების პირობები