ახალი ამბები
გორის გზები ევროპული სტანდარტით დაიხაზება
ქალაქ გორში გზების დახაზვას ევროპული სტანდარტის [EN 1436/A1:2004] შესაბამისად გეგმავენ. ამისათვის მერიამ 750 000 ლარი გამოყო.

EN 1436/A1:2004-ი სტანდარტი ითვალისწინებს მონიშვნის ხილვადობას დღის და ღამის პირობებში, ამრეკლავობას, ფერის ინტენსივობას, მოცურების საწინააღმდეგო თვისებებსა და გამძლეობას.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მონიშვნის სამუშაოები განხორციელდება სტალინის, ჭავჭავაძის, მშვიდობის გამზირისა და სხვა ქუჩებზე.

პროექტი მოიცავს სამარშრუტო ტრანსპორტის გაჩერებების, პარკირების ადგილების, ქვეითთა გადასასვლელების, ღერძულა და წყვეტილი ხაზების, ასევე სხვა საგზაო ჰორიზონტალური მონიშვნების დახაზვას.

ტენდერის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს ივნისიდან დაიწყებს. სამუშაოების შესრულების ვადა 90 დღეა, ხოლო შესრულებულ სამუშაოებზე 3-წლიანი გარანტია გავრცელდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები