ახალი ამბები
ვალია ვანიშვნილის დაკრძალვა ხურვალეთში
დღეს, 2026 წლის 21 მაისს, ხურვალეთში ვალია ვანიშვილს დაკრძალავენ.

ის 18 მაისს საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაიცვალა. იმ სახლში, რომელიც მან და მისმა მეუღლემ დათა ვანიშვილმა არ მიატოვეს. დათა ვანიშვილი 5 წლის წინ 2021 წლის 19 მარტს გარდაიცვალა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსმა სამხედროებმა ცოლ-ქმარს უთხრეს, რომ უნდა წასულიყვნენ, რადგან ე.წ. საზღვარი ივლებოდა და სახლი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის კონტროლირებულ ტერიტორიაზე ექცეოდა.

დათამ და ვალიამ უარი თქვეს წასვლაზე და შვილიშვილ მალხაზთან ერთად ოსურ მხარეს დარჩა.

მალხაზი, რომელსაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ავიწროებდნენ, ქართულ მხარეს დაბრუნდა. დღეს დათაც გარდაცვლილია და ვალიაც.
Print

სტატიის გამოყენების პირობები