ქარელში მცხოვრებმა
სტუდენტმა, თათა ელბაქიძემ ჩეხეთის სახელმწიფო სტიპენტია
მოიპოვა.
როგორც მას ქალაქ
ბრნოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ახალი
სასწავლო წლიდან სრული დაფინანსებით ისწავლის ინგლისურენოვან
სამაგისტრო პროგრამაზე - არქიტექტურა და ურბანული
დიზაინი.
ბრნო სიდიდით მეორე
ქალაქია ჩეხეთში. აქ არის განთავსებული ჩეხეთის
საკონსტიტუციო
სასამართლო,
უზენაესი სასამართლო, უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლო,
მთავარი
ბრალმდებლის და
ომბუდსმენის ოფისები.
სტატიის გამოყენების პირობები