ახალი ამბები
ავარია ტყვიავი-ძევერის გზაზე
გორის მუნიციპალიტეტში, ტყვიავი - ძევერის გზაზე, ბოლო ზარის მანქანების კოლონას ავარია შეემთხვა.

წინასწარი ინფორმაციით, ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა მკვეთრი მუხრუჭის გამოყენების დროს. ერთ-ერთ ავტომანქანაში მოსწავლეების მშობლები იმყოფებოდნენ, ისინი კოლონას უკან მიყვებოდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შსს-ს ცნობით, გატარდა ღონისძიებები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები