ახალი ამბები
მკვდარი ქათმები მტკვრის პირზე
ხაშურში მკვდარი ქათმები მტკვრის პირზე დაყარეს.

ინფორმაციას ხაშურის საკრებულოს წევრი, გირჩიდან, ზაზა მეხრიშვილი ავრცელებს.

მისი ცნობით, დახოცილი ფრინველი, ტომრებით, სოფელ ხცისის ხიდის სიახლოვესაა დატოვებული, შემდეგ კი ქათმები ცხოველებმა გაფანტეს.

მეხრიშვილი ტერიტორიის დაუყოვნებლ დასუფთავებას ითხოვს ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები