ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქემფერის საჯარო სკოლა წელს
ერთმა მოსწავლემ დაამთავრა.
როგორც ,,ქართლის ამბებს'' სკოლის ადმინისტრაციიდან
აცნობეს, დამამთავრებელი კლასის მოსწავლე მორაგბეა.
,,დღეს გავაცილეთ სკოლიდან. თბილისის ..ლოკომოტივში''
თამაშობს, სურამის რაგბის კლუბიდან გადაიყვანეს.'' - გვითხრეს
ქემფერის საჯარო სკოლაში.
ქემფერის საჯარო სკოლაში 40-მდე მოსწავლე ირიცხება. სკოლის
რეაბილიტაცია 2023 წელს ჩატარდა. სასწავლო დაწესებულება 100
მოსწავლეზეა გათვლილი.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცირეკონტინგენტიანი
სკოლაა სოფელ წაღვლშიც, სადაც დღეს ბოლო ზარი ორი მოსწავლისთვის
დაირეკა.
რაც შეეხება სოფელ ბროლოსანს, წელს აქ სკოლა სამმა
მოსწავლემ დაამთავრა.
სტატიის გამოყენების პირობები