ახალი ამბები
ფინანსთა სამინისტრომ კასპის მერიის გამოძიება დაიწყო
სამოქალაქო აქტივისტის, ირაკლი მილაძის ცნობით, კასპის მერიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მოკვლევა დაიწყო.

ფაქტს საგამოძიებო სამსახურში არ უარყოფენ, თუმცა არც კომენტარს აკეთებენ.

ირაკლი მილაძე აღნიშნავს, რომ ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლა მოსაკრებლის თანხების საეჭვო ტრანზაქციებს ეხება.

როგორც ,,ქართლის ამბები", აუდიტის დასკვნაზე დაყრდნობით წერდა, 2018-2023 წლებში კასპის მოსახლეობა მოსაკრებლის თანხას, ნაცვლად ხაზინის ანგარიშისა, არაუფლებამოსილი კომპანიის ანგარიშზე რიცხავდა.

საუბარია დაახლოებით 463 800 ლარზე.

სახელმნიფო აუდიტის სამსახური არ ასახელებს ამ კომპანიას, ვის ანგარიშზეც მოსახლეობას თანხას არიცხინებდნენ, მაგრამ გარკვეულ პერიოდში კასპში დასუფთავებაზე პასუხისმგებელი იყო მერიის მიერ დაფუძნებული კომპანია შპს ,,კასპის კეთილმოწყობა", რომელიც ბიუჯეტის წინაშე დავალიანების გამო, უიმედო გადამხელთა სიაში იყო მოხვედრილი.

აუდიტი წერს, რომ მოსაკრებლის თანხების ამოღებაზე პასუხისმგებელი იყო მერიის ზედამხედველობის სამსახური.
სად წავიდა მოსახლეობის მიერ 5 წლის მანძილზე გადარიცხული თანხები, ჯერ უცნობია. მერიას განცხადება არ გაუვრცელებია. მერის მოადგილემ კი, ვინც შპს ,,კასპის კეთილმოწყობის" დაფუძნებასა და შემდეგომ გაუქმებაში მონაწილეობდა, გვითხრა, რომ ,,წარმოდგენა არა აქვს, რაზე ველაპარაკებით".

სახელწნფიო აუდიტის დასკვნა 2026 წლის 6 მარტს გამოწვეყნდა. მერის მოადგილემ კომპანიის გაუქმება 2026 წლის 1 აპრილს მოითხოვა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები