სოფელ ხურვალეთში, დათა პაპას მეუღლე, ვალია ვანიშვილი
გარდაიცვალა.
ინფორმაცია ,,ქართლის ამბებს"" სოფლის წარმომადგენელმა
როინ ადიკაშვილმა დაუდასტურა.
მისი ცნობით, ვალია ვანიშვილი თავის საცხოვრებელ სახლში
გუშინ გარდაიცვალა. სახლი საოკუპაციო ხაზს მიღმა
მდებარეობს.
დათა და ვალია ვანიშვილებმა, 2008 წლის ომის შემდეგ,
საკუთარი სახლი არ მიატოვეს. რუსეთის სამხედროების მიერ
მავთულხლართების გავლების შემდეგ ცხოვრება თაბიანთ სახლში
გააგრძელეს.
დათა და ვალია ომიდან 13 წლის შემდეგ ასეთ პირობებში ერთად
ცხოვრობდნენ. მათთან მიახლოების უფლებას საოკუპაციო ძალების
წარმომადგენლები ხურვალეთელებს უკრძალავდნენ.
ომიდან 13 წლის შემდეგ დათა ვანიშვილი გარდაიცვალა, გუშინ
კი მისი მეუღლე - ვალია.
სტატიის გამოყენების პირობები