2026 წლის 15 მაისს, საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის
უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 26 წლის ნ. თადტაევი და 50 წლის ი.
ცეცხლაძე დააკავეს.
3 დღის შემდეგ, 18 მაისს, ისინი
გაათავისუფლეს.
თადტაევი და ცეცხლაძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ
წითელუბნის მცხოვრებლები არიან.
,,მიმდინარე წლის 18 მაისს ნ.ო. ტადტაევი და ი.ზ. ცეცხლაძე
რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ იქნა გაძევებული და ჯარიმა დაეკისრა" -
აღნიშნულია საოკუპაციო რეჟიმის განცხადებაში.
სტატიის გამოყენების პირობები