ხაშურის მერიას 69 555 ლარად შეუძენენ 2026 წლის
გამოშვების “Mitsubishi L200”-ს , რომლის გეგმიური მომსახურება ცალკე
12 500 ლარი დაჯდება.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სასურველ მანქანას
ტაილანდში მიაგნო. ,,პიკაპი'' სავარაუდოდ უკვე გზაშია.
ხაშურის მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება შ.პ.ს „კავკასუს
მოტორს“ 2026 წლის 8 აპრილს გაუფრმა. კომპანიამ მერიის მიერ
მოთხოვნილი სატენდერო პირობები დააკმაყოფილა.
ხაშურის მერია ითხოვდა, რომ ავტომობილი აუცილებლად უნდა
ყოფილიყო პიკაპი, არაუგვიანეს 2025 წლის, ელექტრო შუშებით, 4X4 ზე და
გარბენი არაუმეტეს 200 კმ. ძრავის მოცულობა კი 2.4.
ძრავის მოცულობასთან დაკავშირებით პრეტენზია გამოთქვა
კომპანია ,,სენა მოტორსმა'', რომლის წარმომადგენელმა მერიას სთხოვა,
რომ მოცულობა 2-მდე შეემცირებინათ, რითაც ბევრ კომპანიას ტენდერში
მონაწილეობის მიღება შეეძლებოდათ.
მერიამ ,,სენა მოტორს'' უპასუხა, რომ მათ იმ პარამეტრების
მანქანა სჭირდებათ, რაც სატენდერო პირობებითაა
განსაზღვრული.
აშურის მერიაში
გვითხრეს, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორია მთაგორიანი რელიეფით და
მკაცრი კლიმატით ხასიათდება, რის გამოც საჭირო გახდა მაღალი
გამავლობის მქონე მანქანის შეძენა.
“მუნიციპალიტეტს
აქვს მაღალმთიანი სტატუსის 37 სოფელი, მათ შორის გამყოფ ხაზთან
მდებარე რამდენიმე სოფელი, ამიტომ უსაფრთხო და ეკონომიური
გადაადგილებისთვის საჭიროა მერიისთვის შეძენილი იქნეს მაღალი
გამავლობის უნარის მქონე პიკაპის ტიპის ავტომანქანა.”- განაცხადეს
მერიაში.
გამარჯვებულმა
კომპანიამ, ასევე შეადგინა კონკრეტულ ავტომობილზე გეგმიური
მომსახურების ღერებულების ცხრილი ( მაგ: საწვავის ფილტრი, ხიდის ზეთი,
სამუხრუჭე სისტემები და ა.შ), რაც 12, 500 ლარს
შეადგენს.
უნდა
აღინიშნოს ისიც, რომ 2026 წლის 17 მარტს დადებული ხელშეკრულების
მიხედვით, მერიამ 3 ავტომობილის (TOYOTA HILUX - სახელმწიფო ნომრით DL
787 DD, TOYOTA CAMRY - სახელმწიფო ნომრით LP 919 PP, KIA SORENTO -
სახელმწიფო ნომრით) ტექნიკური მომსახურებისათვის 5,955 ლარი
გადაიხადა.
სტატიის გამოყენების პირობები