ახალი ამბები
ფლიმარკეტი სინათლისთვის თბილისში
30 და 31 მაისს თბილისში გაიმართება „საგაზაფხულო ფლიმარკეტი სინათლისთვის“. შეგროვებული თანხის 10% დიუშენით დაავადებული ბავშვების ოჯახებისთვის გადაირიცხება.

ღონისძიება ილიას ბაღში მდებარე Slink Cafe-ში მოეწყობა.

სტუმრებს ადგილზე ასევე დახვდებათ ცოცხალი მუსიკა, საბავშვო გასართობები, საქველმოქმედო აუქციონი, გემრიელი საკვები და სხვა დასამახსოვრებელი აქტივობები.

ონლაინმედიების მხარდასაჭერად და „სინათლის“ გასაძლიერებლად ორგანიზებულ ფლიმარკეტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა განაცხადის შევსება - https://shorturl.at/iUx2e

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 25 მაისი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები