ახალი ამბები
ქარელში ორი წლის წინ დაგებულ ბილიკს თხრიან
ქარელში, ყინწვისისკენ მიმავალ გზაზე, ორი წლის წინ დაგებულ საფეხმავლო ბილიკს თხრიან

ადგილზე მომუშავე ბრიგადის ხელმძღვანელი პირის განმარტებით, სამუშაოები გაზის მილების მიწისქვეშ გადატანას უკავშირდება.

,,გაზის მილები ზედაპირზე უშნოდ იყო განთავსებული, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება მილების მიწისქვეშ განთავსების შესახებ და ჩვენც ამას ვაკეთებთ." - გვითხრა მან.

მისი განმარტებით, სამუშაოების დასრულების შემდეგ საფეხმავლო ბილიკი სრულად განახლდება, ხოლო პროექტის დასრულების ვადები ამინდზეა დამოკიდებული.

ცნობისთვის, აღნიშნულ ქუჩაზე გზისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები 2023 წელს კომპანია „იბოლიამ“ განახორციელა, რისთვისაც დაახლოებით 3 მილიონი ლარი დაიხარჯა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები