ახალი ამბები
დავა ალიმენტზე გორის სასამართლოსთან
მამაკაცს, რომელიც აცხადებს, რომ აქვს თვეში 115 ლარი შემოსავალი, არის შშმ პირი და ჰყავს სხვა ოჯახიც, გორის სასამართლომ ალიმენტის სახით თითო ბავშვზე 500 ლარის გადახდა დააკისრა.

სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, შშმ პირს ალიმენტი ორ ბავშვზე დააკისრეს, ჯამში - 1000 ლარი თვეში.

მოსამართლე აღნიშნავს, რომ უპირატესია ბავშვის უფლებები, თანხის რაოდენობა კი იმ გარემოებების გათვალისწინებით განისაზღვრა, რაც ბავშვის განვითარებას სჭირდება.

გორის სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციებში გასაჩივრდა. ადვოკატი უთითებს, რომ მოსამართლეები არ ითვალისწინებენ მამის შემოსავლის ოდენობას.

ზედა ინსტანციებშიც მოსამართლეები განმარტავენ, რომ ბავშვის ინტერესებია უპირატესი, ხოლო მშობელი ვალდებულია უზრუნველყოს შვილების კეთილდღეობა და გადაიხადოს თითო ბავშვზე 500 ლარი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები