ახალი ამბები
ტელეკომპანია ,,თრიალეთს" მეწილე წესდების შეცვლას თხოვს
კომპანია ,,აქცეპტმა'' ტელეკომპანია „თრიალეთს“ წესდების შეცვლა მოსთხოვა. „აქცეპტი“ ითხოვს, რომ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა წილის გასხვისება, გადაწყვეტილება მხოლოდ ყველა პარტნიორის თანხმობით მიიღებოდეს და არა ხმათა უმრავლესობით.

ამჟამად „თრიალეთის“ წილები ასე ნაწილდება:
ჯონდო ნანეტაშვილი — 50%
ნინო გაგნიძე — 40%
შპს „აქცეპტი“ — 10%
მოქმედი წესდებით, გარკვეული გადაწყვეტილებების მისაღებად საკმარისია ხმების 3/4 - ორი პარტნიორის თანხმობა, სწორედ ამას ეწინააღმდეგება „აქცეპტი“.
2026 წლის 7 მაისს პარტნიორთა კრებაზე განახლებული წესდების მიღება სცადეს, თუმცა „აქცეპტის“ წარმომადგენელმა ოქმს ხელი არ მოაწერა, რადგან მისი მოთხონა არ გაითვალისწინეს. მიუხედავად ამისა, მეორე დღეს განახლებული წესდება საჯარო რეესტრს წარუდგინეს. რეესტრმა რეგისტრაცია შეაჩერა იმ არგუმენტით, რომ წესდებაში არ წერია ის პოზიცია, რომელსაც „აქცეპტიც“ იზიარებდა.
ტელეკომპანია „თრიალეთი“ აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა კანონი არასწორად განმარტა და ამით ერთ პარტნიორს კომპანიის საქმიანობის დაბლოკვის ბერკეტი მისცა. არხმა პროკურატურასაც მიმართა.
,,ასეთი ინტერპრეტაცია რეალურად ქმნის მექანიზმს, რომლითაც ერთ პარტნიორს შეუძლია სრულად დაბლოკოს კომპანიის რეგისტრაცია და საქმიანობა, რაც განსაკუთრებით მძიმე შედეგებს იწვევს დამოუკიდებელი მედიის შემთხვევაში. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები საჭიროებს სამართლებრივ შეფასებას და გამოძიებას, რადგან შესაძლოა იკვეთებოდეს'' - აღნიშნულია ,,თრიალეთის'' განცხადებაში.

ვინ არის კახა კობიაშვილი და რას წარმოადგენს კომპანია შპს ,,აქცეპტი''. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს 2015 წლის ანგარიშის თანახმად, კახა კობიაშვილი ბიძინა ივანიშვილის ნათესავია. ასევე არის ცხრა სხვადასხვა ოფშორული კომპანიის იურიდიული წარმომადგენელი”.
Print

სტატიის გამოყენების პირობები