ახალი ამბები
არასწორად დაყენებული საკანალიზაციო მილები
გორში, ლიახვის სანაპიროზე გზა დახრილია, თუმცა მერიაში დონეებს შორის სხვაობა მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც საკანალიზაციო მილი დაამონტაჟეს და წყალი უკან დაბრუნდა.

საკანალიზაციო მილი ავტობუსების მძღოლების მოსასვენებლად მოწყობილი შენობისთვის [ჰაბისთვის] დამონტაჟდა.

ჰაბიდან გამომავალი მილი ქალაქის წყალარინების ქსელს დააერთეს, თუმცა ქსელი უფრო მაღალ სიმაღლეზე აღმიჩნდა. შედეგად, ჰაბში სველი წერტილების მოწყობა პრობლემური გახდა. გზა კი ერთ კვირაზე მეტია გადათხრილია.

მუნიციპალური ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი, ზურაბ ჯირკველიშვილი აცხადებს, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად შესაბამისი სამსახური მუშაიბა.

ინივაციური შენობა მერიამ 2024 წელს ლიახვის სანაპიროზე ააშენა. პროექტის მიზნებში აღნიშნულია, რომ მძღოლებს აქ დასვენება, წყლის და ყავის დალევა, ასევე ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება შეძლებოდათ.

შენობის მოსაწყობად 134 000 ლარი დაიხარჯა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები