ქარელში, უკვე 3 თვეა გრძელდება დავა 255 000-ლარიან
ტენდერზე, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტმა ნაგავშემკრები ურნები
უნდა შეიძინოს.
2026 წლის თებერვლიდან დღემდე, ვერ მოხერხდა 150 ცალი
ლითონის 1100 ლიტრიანი ნაგავშემკრები კონტეინერის შესყიდვა. მიზეზი
კომპანიებს შორის დავა და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების ხშირი
გასაჩივრებაა.
ტენდერში მონაწილეობდა 4 კომპანია, მერიამ 3 მათგანი
დისკვალიფიკაციით გამოთიშა. საბოლოოდ, არჩევანი კომპანია „ორიენტირის“
მიერ შეთავაზებულ კონტეინერებზე შეაჩერა.
მერიის არჩევანი
გაასაჩივრა ერთ-ერთმა დისკვალიფიცირებულმა კომპანიამ - „ფორტიქს
გლობალმა“, რომელიც ამტკიცებს, რომ ,,ორიენტირის'' წარდგენილი ურნები
სატენდერო პირობებს სრულად არ აკმაყოფილებს.
კომპანიის
განცხადებით:
სატენდერო
მოთხოვნა ითვალისწინებს 4 გორგოლაჭს, ოთხივე მუხრუჭიანი მექანიზმით,
თუმცა წარმოდგენილ ფოტომასალაში მუხრუჭი მხოლოდ ორ წინა
ბორბალზეა.
მოთხოვნილია
არანაკლებ 40 მმ-იანი საწრეტი ხვრელი დამხშობი საცობით, თუმცა
ექსპერტიზის ფარგლებში მხოლოდ საცობი გაიზომა და არა თავად
ხვრელი;
მომჩივანი
კომპანიის შეფასებით, თუ საცობი 60 მმ-ია, ის ვერ მოერგება 40 მმ-იან
ხვრელს.
„ფორტიქს გლობალი“
მიიჩნევს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებელი იყო
შეთავაზებული კონტეინერების სრულფასოვანი და დეტალური ექსპერტიზის
ჩატარება. ჩატარებული ექსპერტიზა კი, მათი აზრით, ფორმალურ ხასიათს
ატარებს.
ქარელის ნაგვის
ურნებთან დაკავშირებით საჩივარს შესყიდვების სააგენტოში იხილავს.
საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.
სტატიის გამოყენების პირობები