ახალი ამბები
სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების საწარმო რუისში
ქარელის რაიონის სოფელ რუისში 2023 წელს გაიხსნა საწარმო, სადაც სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების დამზადება დაიწყო, ის USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით შეიქმნა.

როგორც საწარმოს გახსნისას განაცხადეს, შპს „აგრობადე“, ყოველწლიურად, 1 მილიონ მ2 ფართობის ბადის და 600,000 ბადე-ჩანთის დამზადებას გეგმავდა. ბადე-ჩანთები ბოსტნეულის შეფუთვისა და ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება.


Print

სტატიის გამოყენების პირობები