,,კასპიცემენტის'' ქარხანაში ახალი ღუმელი ამუშავდება.
პრეზენტაცია დღეს კასპში მოეწყო, რომელსაც ირაკლი კობახიძე
უძღვებოდა.
კობახიძის განცხადებით, კასპში ამუშავდება ახალი ღუმელი,
რომლისთვისაც 70 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
,,კასპიცემენტის'' მიერ წარდგენილი გზშ-ს ანგარიშის
მიხედვით, ახალი ხაზის დამონტაჟება დაიწყება 2026 წელს და დასრულდება
2028 წელს. წარმოება წელიწადში გაიზრდება 378 000 ტონა კლინკერით.
გაიზრდება როგორც კლინკერის გამოშვების მოცულობა, ისე ნედლეულის
მოხმარება. ამჟამად ,,კასპიცემენტის'' ჯამური წარმადობა შეადგენს 1
010 000 ტონა ცემენტს წელიწადში.
კობახიძის მტკიცებით, გარემოს ზიანი არ მიადგება, რადგან
კომპანია ,,ჰანიველ ცემენტი'' უახლოესი ტექნოლოგიების გამოყენებას
აპირებს.
სტატიის გამოყენების პირობები