ახალი ამბები
გორში პარკინგი სმეთვალყურე დაჭრეს
გორში, ჭავჭავაძის გამზირზე, პარკინგის მეთვალყურე დაჭრეს. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, პარკინგის მეთვალყურეს შეკამათება მიუვიდა იმ პირთან, რომელიც მოწყალებას ითხოვს. პირი, რომელიც მოწყალებას ითხოვს, შშმ პირია.

ფაქტის შესახებ შსს-მ განცხადება გაავრცელა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ქალაქ გორში მოქალაქეს ცივი იარაღით მუცლის არეში დაზიანებები მიაყენა.

დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს."
Print

სტატიის გამოყენების პირობები