ახალი ამბები
ხაშურში ოჯახში ძალადობის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს
შსს-ს განცხადებით, ბრალდებულმა, ფიზიკურად და სიტყვიერად იძალადა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი გერისა და მეუღლის მიმართ.

,,ბრალდებულმა მეუღლის მიმართ ცივი იარაღის გამოყენებით ასევე განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა და იძულება, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა."- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ბრალდებული მოგვიანებით დააკავეს. გამოძიების ცნობით, იგი წარსულში ნასამართლევია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა, 11 პრიმა 150-ე და 11 პრიმა 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები