ხაშურში, 26 მაისის ღონისძიების გამართვაზე კომპანიებს
სურვილი არ გამოუხატავთ. მერიაში ფიქრობენ, რომ მუნიციპალიტეტს
რეპუტაციული ზიანის მიყენება ემუქრება.
კულტურის აიპის ხელმძღვანელის, გიორგი ბოლოკაძის
მოხსენებითი ბარათით ირკვევა, რომ 2026 წლის 28 აპრილს გამოცხადებული
ტენდერი არ შედგა, ხოლო მისი ხელმეორედ გამოცხადება ვეღარ
ესწრება.
,,საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებების სხვა
თარიღში ჩატარება, 26 მაისის გარდა, წარმოუდგენელია."
,,საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ყველა მუნიციპალიტეტში
აღინიშნება პომპეზურად, მათ შორის ჩვენთანაც, მისი ჩაუტარებლობის
შემთხვევაში ორგანიზაციას და მათ შორის მუნიციპალიტეტსაც მიადგება
მნიშვნელოვანი რეპუტაციული ზიანი." — აღნიშნულია კულტურის ა(ა)იპ-ის
მიმართვაში, რომელიც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა
გამოქვეყნებული.
კულტურის ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი ითხოვს, რომ აღნიშნული
თანხა გაიხარჯოს ტენდერის გარეშე, ხოლო მომღერლებს თავად
მოიძიებენ.
საუბარია 37 600 ლარზე, რომელიც უნდა გადანაწილდეს
ძირითადად მომღერლებზე და სცენის დაქირავებაზე.
სტატიის გამოყენების პირობები