კასპში ცემენტის მტვრის მორიგი გაფრქვევა
დაფიქსირდა.
ფაქტი ადგილობრივმა მცხოვრებმა, ქეთევან გორგაძე
გადაიღო.
სამეწარმეო უბანში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის ეკიპაჟი ყოველდღიურად პატრულირებს, თუმცა მათი ყოფნა
შედეგს ვერ იძლევა და მტვრის გაფრქვევა ისევ გრძელდება.
მოქალაქემ მსგავსი შემთხვევა 23 აპრილსაც დააფიქსირა.
მაშინ გადაღებული ვიდეო „ქართლის ამბებმა“ გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტს იმავე დღეს გაუგზავნა, მორიგი გაფრქვევა
უკვე 12 მაისს დაფიქსირდა.
სტატიის გამოყენების პირობები