ახალი ამბები
კეხისჯვარში სპეცმასწავლებელმა პროცესი მოიგო
სოფელ კეხიჯვრის საბავშვო ბაღში სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვს დაუბრუნდება ის პედაგოგი, რომელიც მასთან მუშაობდა და რომელიც ხარჯების დაზოგვის მიზეზით 2026 წლის 1 იანვრიდან გაათავისუფლეს.

მეგი გოჩაშვილმა დღეს ხაშურის სასამართლოში პროცესი მოიგო. მოსამართლე ირმა გოგოლაძის გადაწყვეტილებით, სამსახურში აღდგება, გააგრძელებს მუშაობას სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთან და განაცდურიც აუნაზღაურდება.

როგორც მეგი გოჩაშვილმა „ქართლის ამბებს“ განუცხადა, სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. ქარელის საბავშვო ბაღების გაერთიანებას ასევე დაეკისრა ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება. მეგი გოჩაშვილის ინტერესებს ადვოკატი ლექსო მერებაშვილი იცავდა.

შეგახსენებთ, მეგი გოჩაშვილი 2026 წლის 1 იანვრიდან გაათავისუფლეს. მას ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს იმ მიზეზით, რომ, მათი განმარტებით, „ბაღს არ უღირდა ერთი სსმ ბავშვისთვის ხარჯების გაღება.“
Print

სტატიის გამოყენების პირობები