ახალი ამბები
აპრილში ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს
2026 წლის აპრილში, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 5 მოქალაქე დააკავეს.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის ცნობით, ე.წ. საზღვრის სიახლოვეს ნებართვის გარეშე მიმოსვლისთვის კი - 25 ადამიანი.

,,სახელმწიფოს სასარგებლოდ ამოღებულია 23 000 რუბლი."- იუწყება საოკუპაციო რეჟიმი.

ამავე ცნობით, კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს სასაზღვრო ორგანოების თანამშრომლების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის.

დაკავებულთაგან

9 პირი ადმინისტრაციული ჯარიმით დასაჯეს;
1 პირი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ფარგლებს გარეთ გააძევეს;
კიდევ ერთ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს;
ერთ პირთან დაკავშირებით ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყდა.
19 პირი კი ოფიციალურად გააფრთხილეს, აუხსნეს წესების დარღვევა და მომავალში მსგავსი ქმედების თავიდან აცილების შესახებ გააფრთხილეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები