12 მაისს, გორში, „ჭალისუბნის ფესტივალი“
გაიმართა
სამეზობლო ინიციატივა მიზნად ისახავს მეზობლების
დაახლოებას, თემის გაძლიერებასა და საერთო ურბანული სივრცის მიმართ
ზრუნვის კულტურის გაძლიერებას.
ფესტივალის ფარგლებში გათვალისწინებულია სამეზობლო
აქტივობები, არაფორმალური საუბრები, მუსიკა და საერთო ვახშამი, სადაც
მონაწილეები ერთმანეთს უზიარებენ იდეებს, გამოცდილებას და საკუთარი
ხედვებს უბნის განვითარებაზე.
,,ფესტივალი ხორციელდება მისიის — „მეტი ვიდრე ქალაქი:
ადამიანებზე მორგებული, ინკლუზიური და შემოქმედებითი გორი“ —
ფარგლებში, რომლის მიზანია გორის ტრანსფორმაცია უფრო ინკლუზიურ,
ადამიანზე ორიენტირებულ და თანამონაწილეობრივ ქალაქად, სადაც
მოქალაქეების ხმა და ჩართულობა მნიშვნელოვანია ქალაქის
განვითარებისთვის." - აღნიშნავენ ორგანიზატორები.
ფესტივალი ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს
განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, პროგრამის
#M4EG ფარგლებში, რომლის მიზანია მოქალაქეების
მონაწილეობით უფრო ინკლუზიური, მწვანე და მდგრადი ქალაქების
განვითარების ხელშეწყობა საქართველოში. ღონსძიების პარტნიორია
GIZ
სტატიის გამოყენების პირობები