ახალი ამბები
,,ქართული ოცნების" წევრების მიმართვა ამერიკელ მოჭიდავეებს
,,Hi Dear Friends! Hi Guys!" - ოლიმპიური ჩემპიონები და ,,ქართული ოცნების" წევრები ვიდეომიმართვას ავრცელებენ და ამერიკელ მოჭიდავეებს მიმართავენ.

გენო პეტრიაშვილი და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ამერიკელ მოჭიდავეებს გორში ეპატიჟებიან:

,,Hi Dear friends, it's Geno Petriashvili, olimpic medalist, if you want to be olimpic medalist also, please come in Gori and training, we are ready, we are waiting for you" - მიმართავს ,,ქართული ოცნების" წევრი გენო პეტრიაშვილი ამერიკელებს.

,,Hi guys, I am Vladimer Khinchegashvili, Olimpic champion, Come to Georgia wrestling training camp" - აღნიშნავს მიმართვაში ,,ქართული ოცნების" წევრი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.

გორში, ამერიკელი მოჭიდავეებისთვის საზაფხულო ბანაკი ივნისში მოეწყობა. მსგავსი ტიპის შეკრება გასულ წლებშიც გაიმართა.

ნიუ - იორკის საჭიდაო სკოლის ინიციატივით,, გორის კემპში ვარჯიშებს ჩაატარებენ ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმირ ხინჩეგაშვილი და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ კენჭაძე.

ამერიკელი მოჭიდავეების შეკრებას ასევე შეუერთდებიან:
ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი, მისი ძმა — ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონი კონსტანტინე პეტრიაშვილი, ასევე საქართველოსა და სხვა ქვეყნების წამყვანი მოჭიდავეები და მწვრთნელები.
ამერიკელ მოჭიდავეებს და არა მარტო მათ გორში ელოდებიან 22 ივნისიდან. მასტერკლასები 1 ივლისამდე გაგრძელდება. ბანაკში მოსახვედრად სპეციალურ რესგიტრაციას გადიან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები