სუსის ცნობით, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია ერთ-ერთი
არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს, რომ ბრალდებულს კავშირი
ჰქონდა ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან.
,,ერთ-ერთი არასამთავრობოს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი
მატერიალური სარგებლის მიღებისა და უცხო ქვეყნის ინტერესების
გატარების მიზნით უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის მოიპოვებდა
სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციას და გადასცემდა მათ. სუსის მტკიცებით,
დაკავებულს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან ჰქონდა სისტემატიური
კონსპირაციული კონტაქტი, ინფორმაციას აწვდიდა როგორც პირისპირ, ასევე
ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. შეხვედრები ტარდებოდა ქვეყნის
საზღვრებს გარეთაც.
შექმნილი ჰქონდა
საინფორმაციო პლატფორმები და ორგანიზებას უწევდა ქვეყნის მასშტაბით
სხვადასხვა ღონისძიებებს. უწყება ამბობს, რომ ის ორ ქვეყანასთან
თანამშრომლობდა და პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას ახორციელებდა."-
განაცხადეს ბრიფინგზე.
გამოძიება სისხლის
სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით
მიმდინარეობს.
სტატიის გამოყენების პირობები