ახალი ამბები
ძალადობაში ბრალდებული პოლიციელი ზიანის მიღებას ჩივის
როდის მიიღო დაზიანება პოლიციელმა ვლადიმერ გოდერძიშვილმა, ჯერ არც პროკურორმა და არც მისმა ადვოკატმა იციან.

გოდერძიშვილის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვანო სამხარაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გვითხრა, რომ საქმის მასალებს არაა გაცნობილი და შესაბამისად არ იცის, რა ვითარებაში დაშავდა პოლიციელი.

თუმცა ადვოკატმა პროცესზე ვარაუდით განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ,,დაზიანებები უნდა ჰქონდეს მიღებული აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილის მხრიდან.''

პროკურორებს მიხეილ ბერიაშვილს და ნინო ზურაბიშვილს არც პროცესზე და არც შემდგომ კომენტარებში ,,ქვით პოლიციელის დაზიანების'' ფაქტი არ უხსენებიათ. მათი განმარტებით, დაზარალებულ აპოლონ ლოცულაშვილს შელაპარაკება მოუვიდა სამ პოლიციელთან, რომლებმაც შემდეგ დამატებითი ეკიპაჟები გამოიძახეს და გადაამეტეს უფლებამოსილებას.

პროკურორმა მიხეილ ბერიაშვილმა განაცხადა, რომ პატრულის თანამშრომლებს ძალადობის დროს სამხრე კამერები გამორთული ჰქონდათ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები