ახალი ამბები
სოფელ ოკამში სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა კასპის მუნიციპალიტეტში სოფელ ოკამის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

თამარ სანიკიძესთან ერთად ოკამის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე და კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მოინახულეს.

სკოლა 600 მოსწავლეზეა გათვლილი, სკოლის რეაბილიტაცია „ათწლეულების გამოწვევის „ ფარგლებში მიმდინარეობს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები