გორის უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერების, ბიზნესისა და
სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებს II სემესტრიდან ლექციებს
ინგა ტარიელაშვილი და ივანე ბალახაშვილი ჩაუტარებენ.
ინგა ტარიელაშვილი და ვანო ბალახაშვილი გორის საკრებულოს
თანამშრომლები (იურისტები) არიან. მათ გამოჩენას სტუდენტი ოთო
მღებრიშვილი პროტესტით შეხვდა:
,,საგნების არჩევისას სამოქალაქო საპროცესო სამართალსა და
ადმინისტრაციულ საპროცესო სამართალში სწორედ ის პროფესორები ავირჩიე,
რომელთა კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარებოდა.
სტუდენტს, რომელსაც უნივერსიტეტისთვის დაახლოებით 6000 ლარი აქვს
გადახდილი სწავლის საფასურად, აქვს უფლება მიიღოს ის მომსახურება,
რომლისთვისაც იხდის და რომელსაც უნივერსიტეტი ჰპირდება.'' - აცხადებს
სტუდენტი ოთო მღებრიშვილი.
როგორც სტუდენტი აცხადებს, შუა სემესტრში გორის
უნივერსიტეტმა ხელშეკრულებები აღარ გაუფორმა პროფესორებს: მაკა
სალხინაშვილს და ნუნუ კვანტალიანს.
,,სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, სემესტრის შუაში,
პროფესორებს აღარ გაუგრძელეს შრომითი ხელშეკრულებები, რის შედეგადაც
სტუდენტები დარჩნენ იმ ლექტორების გარეშე, რომელებიც თავად აირჩიეს.''
- აცხადებს ოთო მღებრიშვილი.
რაც შეეხება საკრებულოს თანამშრომლებს, მაგალითად, ვანო
ბალახაშვილი ხელშეკრულებით დასაქმებულია კასპის მუნიციპალიტეტშიც,
სადაც უჩივიან კიდეც. კერძოდ, კასპის საკრებულოს აპარატის წევრი მაკა
ამირეზაშვილი აცხადებს, რომ ვანო ბალახაშვილი კასპის საკრებულოში
საერთოდ არაა საჭირო, რისთვისაც უკანონოდ ითავსებს მის
უფლება-მოვალეობებს. საკითხს შრომის ინსპექცია სწავლობს.
სტატიის გამოყენების პირობები