ქარელის საავადმყოფოში, ბოლო ერთ წელიწადში, ნოზოკომიური
ინფექციით 3 პაციენტი დაავადდა, მათგან ორი ადამიანი
გარდაიცვალა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დაავადების
შესახებ შეტყობინება ქარელის კლინიკიდან მიიღეს.
ქარელის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ირინა
ფარეხელაშვილის განცხადებით, შემთხვევები შეეხებოდა 75, 78 და 79 წლის
მამაკაცებს.
საკვლევი მასალიდან
გამოვლინდა ფსევდომონა და კლებსიელა. კლინიკას მიეცა რეკომენდაცია,
გაატაროს მკაცრი პროფილაქტიკური ღონისძიებები, კერძოდ:
1. ინფექციის
კონტროლის ორგანიზება;
2. ჰიგიენის,
ასეპტიკისა და ანტისეპტიკის წესების დაცვა;
3. დეზინფექციისა
და სტერილიზაციის კონტროლი;
4. ინვაზიური
მანიპულაციების ზედამხედველობა;
5. ანტიბიოტიკების
რაციონალური მართვა;
6. პერსონალის
კონტროლი და მონიტორინგი.
ქარელის
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ირინე
ფარეხელაშვილის თქმით:
„როდესაც პაციენტი
დიდი ხნის განმავლობაში სტაციონარში წევს, დროთა განმავლობაში
შესაძლოა სხვადასხვა ინფექცია განუვითარდეს. ზოგიერთი მათგანი
აპარატზეა შეერთებული და ასეთ შემთხვევებში ინფექციის განვითარების
რისკი იზრდება. მსგავსი შემთხვევები შეიძლება მოხდეს ნებისმიერ წელს
და ნებისმიერ საავადმყოფოში,“ – განაცხადა ირინე
ფარეხელაშვილმა.
სტატიის გამოყენების პირობები