ახალი ამბები
საოკუპაციო ძალებმა გაათავისუფლეს საქართველოს მოქალაქე
2026 წლის 6 ივნისს, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, საქართველოს მოქალაქე მამუკა ბაღაური უკანონოდ დააკავეს.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ,,კგბ"-ს ცნობით, 1978 წელს დაბადებული მოქალაქე, რომელიც საჩხერის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის გაასამართლეს.

უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქე დააჯარიმეს და ,,ქვეყნიდან" დღეს 9 ივნისს გააძევეს.

,,დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა უნებლიედ გადაკვეთა სამხრეთ ოსეთ-საქართველოს საზღვარი ჯავის რაიონის სოფელ სინაგურის მიმდებარე ტერიტორიაზე." აღნიშნულია ,,კგბ"-ს განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები