კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში, სადაც სასმელი
წყლის თითქმის მილიონიანი პროექტი განხორციელდა, ისევ წყლის პრობლემა
აქვთ.
პროექტს კურატორობდა გამგებლის მაშინდელი მოადგილე ზაზა
მარიდაშვილი [ამჟამად პროსამთავრობო ტელევიზიის, პოსტივის ერთ-ერთი
მესაკუთრის წილების მფლობელი]
ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, წყალი, ყოველ ზაფხულს, 3
დღეში ერთხელ მიეწოდებათ.
სოფელ ქვემო ჭალაში, წყალსადენის მაგისტრალის ქსელების და
სათავე ნაგებობის სრული რეაბილიტაცია 2017-2019 წლებში განხორციელდა..
სამუშაოები ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპაჯიამ შპს
„ჰიდროტექნოლოგიურმა ჯგუფმა“ შეასრულა.
თითქმის მილიონი ლარით ,,გაკეთდა" დრენაჟი, რეზერვუარი,
შიდა დაქსელვა, მოეწყო ინდივიდუალური გამრიცხველიანება, საქლორატორო
და დარაჯის ოთახიც კი.
პროექტის განხორციელება - სოფლის მოსახლეობას სასმელი
წყლით სრულად უზრუნველყოფს." - აღნიშნა მაშინ მუნიციპალიტეტის
გამგებლის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა.
სტატიის გამოყენების პირობები